დაარსდა 2026 წელს · თბილისი
ყველაფერი იწყება ქვით.
Catherina & Co. არის სამკაულების სახლი, რომელიც თბილისში დაიბადა.
ჩვენ ვქმნით დახვეწილ სამკაულებს და თითოეული დიზაინის საწყისად განსაკუთრებულ ქვას ვირჩევთ. თითოეული ქვა თავისი ხასიათით, ფერითა და ისტორიით განსაზღვრავს დიზაინის მიმართულებას. იქნება ეს ბეჭედი, საყურე, გულსაკიდი, სამაჯური თუ ყელსაბამი.
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი სამკაული უნდა იყოს ლამაზი, გააზრებული და ისეთი, რომლის ტარებაც ნებისმიერ დროს გსურთ.
ჩვენი მიდგომა
ჯერ ქვა. შემდეგ დიზაინი.
ჩვენი კოლექციები იწყება ქვებით.
ჩვენ ვეძებთ ბუნებრივ ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს საერთაშორისო აუქციონებსა და სანდო დილერებთან. თითოეული ქვა თავისი ფერით, ფორმითა და ხასიათით განსაზღვრავს შემდგომი დიზაინის მიმართულებას.
ჩვენ არ ვქმნით უსასრულო კატალოგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სამკაულმა საკუთარი ხასიათი შეიძინოს. სწორედ ამიტომ, დიზაინი იქმნება ქვის გარშემო და მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.
ოსტატების ხელით შექმნილი
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი დიზაინი მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
Catherina & Co.-ს თითოეული სამკაული იქმნება გამოცდილი ოსტატების მონაწილეობით, თბილისში და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შერჩეულ საერთაშორისო სახელოსნოებთან თანამშრომლობით.
ჩვენ თითოეულ პარტნიორს ყურადღებით ვარჩევთ და ვმუშაობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს დამოკიდებულებას დეტალების, ხარისხისა და ხელოსნობის მიმართ.
პროცესი იწყება დიზაინით და გრძელდება სამკაულის საბოლოო დამუშავებამდე. თითოეული დეტალი მოწმდება, რათა საბოლოო შედეგი იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ზუსტად შესრულებული, კომფორტული და შექმნილი ხანგრძლივი ტარებისთვის.
რის გვჯერა
განსაკუთრებული, მაგრამ არა მიუწვდომელი.
ჩვენ გვინდა შევქმნათ სამკაულები, რომლებიც აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, ბუნებრივ ქვებსა და მაღალი ხარისხის ხელოსნობას. ამავდროულად, ისინი შექმნილია იმისთვის, რომ მათი ტარება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს არ უკავშირდებოდეს.
ჩვენთვის ფუფუნება მხოლოდ ფასს არ ნიშნავს.
ფუფუნება არის განსაკუთრებული ქვის არჩევა, გააზრებული დიზაინი, ხარისხიანი შესრულება და ნივთი, რომლის ტარებაც წლების შემდეგაც ისეთივე სიამოვნებას განიჭებთ, როგორც იმ დღეს, როდესაც პირველად აირჩიეთ.
შექმნილი სატარებლად.
ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები და ყელსაბამები, რომლებიც შექმნილია რეალური ცხოვრებისთვის.
სამკაული, რომელიც არ არის მხოლოდ შესანახი.
სამკაული, რომელიც უნდა ატარო.